ახალი ამბები
რეგიონებში არსებული ძველი ნაგავსაყრელების რეაბილიტაციის საკითხის განხორციელების გეგმა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს
2026-05-14 18:17:00
ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში არსებული ძველი ნაგავსაყრელების რეაბილიტაციის საკითხის განხორციელების გეგმა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
ქვეყნის მასშტაბით, 17 ნაგავსაყრელსა და 1 გადამტვირთავ სადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, 2 ნაგავსაყრელი კი დაიხურება. აღნიშნული სამუშაოები გულისხმობს, როგორც ნარჩენების განთავსების ადგილების რეაბილიტაციას, ასევე, ტერიტორიების ინფრასტრუქტურულ განახლებას: შიდა გზებისა და განათების მოწყობას; ნაგავსაყრელებზე მდებარე ჯიხურებისა თუ სხვა დამხმარე ნაგებობების კეთილმოწყობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი.


























