სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ფოთში ახალგაზრდებს შეხვდა

2025-09-18 21:22:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ფოთში ახალგაზრდებს შეხვდა.
 
მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხელისუფლების ახალგაზრდულ პოლიტიკაზე, განათლების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმასა და ქვეყნის მასშტაბით მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
 
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სასწავლო პროგრამების საფუძვლიანად გადახედვის აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას.
 
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც თბილისსა და ქუთაისში ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხის თვისებრივად ამაღლებას ისახავს მიზნად.
 
ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ. შეხვედრას მთავრობის, პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებული დავით ვარავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენელები ესწრებოდნენ.
 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა, ხაზი გაუსვა მათ განსაკუთრებულ როლს ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა შექმნის ყველა პირობას, რათა ახალგაზრდებს თავიანთი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა მიეცეთ.
 
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ახალგაზრდებთან ფოთის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა, რომელიც მულტიფუნქციურ სივრცეებს, მათ შორის იდეათეკას და მედიალაბს აერთიანებს.
 
ახალგაზრდული ცენტრი მრავალფეროვან საგანმანათლებლო, ტექნოლოგიურ და მეწარმეობრივ შესაძლებლობებს შექმნის, ასევე ახალგაზრდებს შესთავაზებს საგანმანათლებლო პროგრამებს, ტრენინგებს და პრაქტიკულ ვორქშოფებს, რაც ხელს შეუწყობს მათი ციფრული უნარების განვითარებას.
 
ახალგაზრდული ცენტრი განთავსებულია შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ისტორიული შენობა ფონდმა „ქართუმ“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით აღადგინა და მას ავთენტურობა სრულად შეუნარჩუნდა. პროექტის ღირებულებამ 2 559 000 ლარი შეადგინა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
151617192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო