სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ენგურჰესზე

2025-09-18 19:33:00

ენგურჰესზე ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისიძებას მთავრობის და პარლამენტის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ

“2012 წლის შემდეგ გაიზარდა ენერგეტიკის გამომუშავება, თვისებრივი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით, აშენდა ახალი ჰიდროელექტროსადგურები, თბოელექტროსადგურები, მზისა და ქარის სადგურები. 2004-2012 წლებში, დაახლოებით 150 მგვტ შეემატა ენერგეტიკულ სისტემას, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ 1000 მგვტ-ს აღემატება. 3 359 მგვტ დადგმული სიმძლავრიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4 600-მდე არის გაზრდილი და გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები შემდეგი წლებისთვის,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძემ გაზიფიკაციის გაზრდილ ტემპებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 წლიდან 860 დასახლებაში შევიდა ბუნებრივი აირი, რითაც საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე სარგებლობს.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, მათ შორის ხარჯებისა და საკადრო ოპტიმიზაციას, რაც სექტორის კიდევ უფრო მეტი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

“წლის ჭრილში, მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების ნაწილში ჩვენ შევძელით 370 მლნ ლარზე მეტის დაზოგვა. ბუნებრივია, ეს არის ის სახსრები, რომლებიც ჩაბრუნდება ენერგეტიკის სისტემაში და მოხმარდება ჩვენი ენერგეტიკის სისტემის და ეკონომიკის განვითარებას. გასული წლების განმავლობაში მანკიერი პრაქტიკა ჩამოყალიბდა სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის იყო, მაგალითად ნებართვების გადაყიდვის არასწორი პრაქტიკა, რასაც სისტემური სახე ჰქონდა შეძენილი. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა მიმართულებით ამ პრობლემების მოგვარებას, რაც დააჩქარებს ენერგეტიკის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. თვითკრიტიკის სახით უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში იყო მცირედით შეფერხებული ენერგეტიკის განვითარება და სწორედ ასეთი პრაქტიკები უშლიდა ხელს სექტორის სწრაფ განვითარებას. ეს პრობლემები მოგვარდება და ეს გახდება საწინდარი იმისა, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს ენერგეტიკის სექტორი მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ამბიციური მიზანია, 2028 წლისთვის ქვეყანამ ენერგეტიკული გამომუშავების კუთხით მიაღწიოს 8 000 მგვტ-იან მაჩვენებელს, ხოლო 2030 წლისთვის 10 000 მგვტ-ს, რაც საქართველოს ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრულად თვითკმარ ქვეყნად აქცევს.

ირაკლი კობახიძემ ამ მიზნის მისაღწევად ხაზი გაუსვა სწორი პოლიტიკისა და ისეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების მნიშვნელობას, როგორებიცაა „ხუდონის“, „ნენსკრას“ და „ნამახვანის“ პროექტები.

“ამ მიმართულებით განსაკუთრებული გამოწვევა იყო ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური საბოტაჟი. ამ ეკონომიკურ საბოტაჟში სხვადასხვა სუბიექტი იყო ჩართული. მათ შორის, უცხოური დაფინანსებითაც კონკრეტული ორგანიზაციები პირდაპირ აწარმოებდნენ საბოტაჟს ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც საკმაოდ ძვირად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას, მათ შორის პირდაპირი გაგებითაც. ქვეყანას უწევს კონკრეტული პროექტის შემთხვევაში ათეულობით მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურება სწორედ ამ ეკონომიკური საბოტაჟიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მაშინ არ ჰქონდა სახელმწიფოს საკმარისი რესურსი, რომ დაპირისპირებოდა ამგვარ საბოტაჟს, თუმცა დღეს სახელმწიფო არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ნებისმიერი, მათ შორის ასეთი მსხვილი პროექტების შეუფერხებელი განხორციელება და ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან.

იყო საბოტაჟის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ადამიანები საკუთარი სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე ხელოვნურად უქმნიდნენ დაბრკოლებას თუნდაც მცირე ჰესების მშენებლობას და შემდეგ ცდილობდნენ, წილში ჩამჯდარიყვნენ კონკრეტულ პროექტებში. ამ მიმართულებით ხელისუფლების დამოკიდებულება სრულიად პრინციპული იქნება. ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ ხელი მოითბოს სახელმწიფო ინტერესებისა და კერძო სექტორის ინტერესების ხარჯზე ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას. ყველა მიმართულებით გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, ჩამოყალიბდება ახალი პრაქტიკა. ამ კუთხით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტებთან, ენერგეტიკოსებთან და კერძო სექტორთან მუდმივი კონსულტაციები. სწორედ ასეთი კონსულტაციების, რჩევების საფუძველზე უნდა განისაზღვროს სამომავლოდ ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც უნდა გახდეს მაქსიმალურად ეფექტიანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს და მის მოადგილე ინგა ფხალაძეს, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებას კურირებს, სექტორში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგიის მიმართულებით გახდება თვითკმარი ქვეყანა. ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენმა ქვეყანამ განიმტკიცოს ეკონომიკური სუვერენიტეტი და ზოგადად სახელმწიფო სუვერენიტეტი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ღონისძიებაზე 16 ენერგეტიკოსი დააჯილდოვეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
151617192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო