სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

„სვანეთობის“ დღესასწაულს სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა დაესწრო

2025-07-29 20:23:00
დღეს „სვანეთობაა“, დღესასწაული მესტიის ცენტრში, სეტის მოედანზე იმართება. დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან, წარმოდგენილია ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ძველი სვანური საყოფაცხოვრებო ნივთები და სვანური კულინარია.
 
პარალელურად მიმდინარეობს ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მოადგილეებთან, მესტიის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ესწრება.
 
დღესვე გაიმართა მესტიის საპატიო მოქალაქის დაჯილდოება. სახელმწიფო რწმუნებულმა და მესტის მერმა აღნიშნული წოდება, ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონს ლუხუმ ჩხვიმიანს გადასცეს.
 
„სვანეთობის“ ფარგლებში დღესვე სტარტს აიღებს მესტიის საერთაშორისო მთის ფილმების ფესტივალი, რომელიც 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
 
„სვანეთობა“ ყოველწლიურად, კვირიკობის დღესასწაულის მეორე დღეს იმართება, ის სვანური ტრადიციების, კულტურის, ფოლკლორის, რეწვისა და ადგილობრივი კულინარიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< August 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
    
1
23
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო