სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვის სამუშაოები იწყება

2025-07-14 18:22:00
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვის სამუშაოები იწყება, - პროექტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეცნო.
 
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განმუხურის სანაპირო ზოლის აღდგენა და დაცვა მნიშვნელოვანია, მათ შორის - საკურორტო ზონის სათანადოდ განვითარებისთვის.
 
„განმუხურში სანაპირო ზოლი საჭიროებს აღდგენას და დაცვას. ამ კუთხით არის სერიოზული პრობლემები, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც წარიმართება შესაბამისი სამუშაოები - აღდგება სანაპირო ზოლი. ეს მნიშვნელოვანია მრავალი თვალსაზრისით, მათ შორის იმისათვის, რომ სათანადოდ განვითარდეს აქ საკურორტო ზონა. პოტენციალი ძალიან დიდია, ძალიან კარგი ჰავაა, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ განმუხური-ანაკლიის საკურორტო პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული. დაგეგმილი სამუშაოები ამ პოტენციალის ათვისებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, უნდა შემუშავდეს გეგმა კონკრეტულად საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და არსებობდეს შესაბამისი ხედვა. ამ მიმართულებითაც დაწყებულია აქტიური მუშაობა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 
მთავრობის მეთაურს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ მიაწოდა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1.6 კმ სანაპირო ზოლის შევსებისა და დაცვის სპეციალური სამუშაოების შესრულება, რაც ეროზიული პროცესების ინტენსივობას მნიშვნელოვნად შეამცირებს და სანაპიროს მდგრადობას უზრუნველყოფს.
 
სამუშაოები, რომელთა სავარაუდო ღირებულება 5.5 მილიონ ლარამდეა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
 
განმუხურში პრემიერ-მინისტრთან ერთად, ვიცე-პრემიერი, თაცდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< July 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
 123456
78910111213
141517181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო