სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ინფრასტრუქტურის მინისტრი და სახელმწიფო რწმუნებული მესტიის ცენტრალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნენ

2025-06-21 16:00:00

ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, ზემო სვანეთში იმყოფება, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, შედეგებსა და გამოწვევებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან – სოზარ სუბართან და ვიქტორ ჯაფარიძესთან, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე ეცნობა.

ამ ეტაპზე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები ორ პროექტშია გაერთიანებული და ჯამში 20.5 კმ-იან (კმ 81-94 და კმ 97-110) მონაკვეთს მოიცავს.

მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება: ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ზედა და ქვედა საყრდენი კედლების მშენებლობა, ეზოებში შესასვლელების და მიერთებების და ავტობუსის გაჩერებების მოწყობა, 7 არსებული ხიდის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და ხელოვნური ნაგებობების შეკეთება და განახლება, ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა (მათ შორის, საგზაო ნიშნები და გზის მონიშვნა), რაც უზრუნველყოფს გადაადგილების უსაფრთხოებას როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითებისთვის.

პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მესტიისკენ მიმავალ მთავარ გზაზე მოძრაობის ხარისხს.

პროექტის ჯამური ღირებულება 43.6 მილიონი ლარია და იგი მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
89101112
13
14
15161718192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო