სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მესტიაში ლაღამის უბნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2025-06-21 18:50:00

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, დავით ვერავასთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან – სოზარ სუბართან და ვიქტორ ჯაფარიძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მესტიის ლაღამის უბანში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის სესხის ფარგლებში ხორციელდება, მოიცავს 20-ზე მეტი ისტორიული შენობის, მათ შორის კოშკისა და მაჩუბების აღდგენას.

რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია ტრადიციული არქიტექტურული შენობების რესტავრაცია, რეკონსტრუქცია და კონსერვაცია, რაც ლაღამის უბანს ავთენტურობას შეუნარჩუნებს.

პროექტის თანახმად, შენობების გადახურვისთვის გამოყენებული იქნება ტრადიციული მასალები – ყავარი და ფიქალი. საჭიროების მიხედვით განხორციელდება, ასევე, გამაგრებისა და სახურავის მზიდი კონსტრუქციის შეცვლის სამუშაოები.

პროექტის მიზანია, მესტიის ისტორიული უბნის კეთილმოწყობა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ტურისტული პოტენციალის განვითარება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13
141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო