სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ქალაქ ჯვარში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება

2015-07-08 16:17:00

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში აქტიურ ფაზაშია შესული პროფესიული კოლეჯის „ლაკადა“ სრული რეაბილიტაციის პროცესი. მორიგი თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლო დაწესებულება სექტემბრიდან განახლებული ინფრასტრუქტურით გააგრძელებს ფუნქციონირებას. კოლეჯში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნეტორის მოადგილე კახაბერ რუსია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.


რეაბილიტაციასთან ერთად, კოლეჯში განახლდება სასწავლო და საოფისე ინვენტარი, აღიჭურვება თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, სასწავლებელი უზრუნველოფილი იქნება თანამედროვე გათბობისა და კონდიცირების სისტემით. სასწავლებელი ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის, შენობას ექნება ლიფტი.


პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ ახორციელებს რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს; რეგიონს უზრუნველყოფს მოთხოვნადი სპეციალობების კვალიფიციური კადრებით; ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავისთავად განაპირობებს უმუშევრობისა და რეგიონის მოსახლეობის მიგრაციის შემცირებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


სასწავლებელში ხორციელდება შემდეგი სასწავლო პროგრამები: კალატოზი; მეფილე–მომპირკეთებელი; ძრავის შემკეთებელი; ელექტრიკოსი; ღონისძიებათა მომწყობი; სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი; კონდიტერი; თექის ხელოსანი; მებათქაშე; კოპიუტერის მომხმარებელი; მღებავი; შემდუღებელი. კოლეჯს გააჩნია სასწავლო ლაბორატორიები შემდეგი სპეციალობებისთვის: ავტომობილის ძრავის შემკეთებელი, კონდიტერი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის სახელოსნო და სხვ.


ქალაქი ჯვარი საზღვრის მიმდებარე სოფელია და შესაბამისად, კოლეჯში ძირითადი კონტიგენტი დევნილი და სოციალურად დაუცველი სტუდენტია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო