სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვა ფოთში

2025-05-26 20:53:00
ფოთში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე საზეიმოდ აღინიშნა. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საზღვაო აკადემიის ორგანიზებითა და ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.
 
მთელი დღის მანძილზე არაერთი საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა.
 
მოწყობილი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემატიკაზე შექმნილი ისტორიული ინსტალაციები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ წარმოდგენილი იყო საგამოფენო და საინფორმაციო სტენდები, სპეცტექნიკა და აღჭურვილობა, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ახალი ვერტმფრენი.
 
გაიმართა კონცერტი ადგილობრივი მუსიკალური სტუდიებისა და ანსამბლების მონაწილეობით.
 
17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
საზეიმო ღონისძიებები კონცერტით დასრულდა, სადაც მონაწილეობდნენ: ცისანა სეფიაშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, მარიკა თხელიძე, ნინი ქარსელაძე, გია ნიკოლაძე, კახა კუხიანიძე, მაგდა ნიკოლეიშვილი,დათუნა მგელაძე, „ქუჩის ბიჭები“.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
89101112
13
14
15161718192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო