ახალი ამბები
დავით ვერავა „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული დანაყოფის მეთაურს შეხვდა
2025-05-19 19:58:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა მოხალისეთა ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული დანაყოფის მეთაურს გიორგი ზაქარაიას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის საქმიანობასა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს. დაიგეგმა მუნიციპალიტეტებთან მემორანდუმების გაფორმება.