ახალი ამბები
ფოთში კვირაცხოვლობის დღესასწაული და ბრწყინვალე აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის განახლების დღე აღინიშნა
2025-04-27 18:45:00

ფოთში კვირაცხოვლობის დღესასწაული და ბრწყინვალე აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის განახლების დღე აღინიშნა.
საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, წმინდა სინოდის წევრებთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
ნიკო ნიკოლაძის სახელობის ტაძრის სამრევლო დარბაზში, აღდგომის თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, ადგილობრივმა შემოქმედებითმა ანსამბლებმა შეასრულეს საგალობლები.
ფოთის საკათედრო ტაძარში გამართულ ღვთისმსახურებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.