სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დავით ვერავა აბაშაში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

2025-04-14 21:13:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მოადგილესთან და აბაშის მერთან ერთად აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მანამდე სახელმწიფო რწმუნებულმა მიმდინარე პროექტები და მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები აბაშის მერთან, მერის მოადგილეებთან და შესაბამისის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და აბაშის მერი გიგა გაბელაია ქალაქის #1 ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე  გაეცნენ. ახალი საბავშვო ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი და რეაბილიტაციის შემდეგ სრულად დააკმაყოფილებს სტანდარტებს. გარდა ამისა რეაბილიტაცია უტარდება  სოფელ მაიდნის და სოფელ მარნის საბავშვო ბაღებს.

დავით ვერავა, ასევ გაეცნო სამიქაოს საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს. სამიქაოსთან ერთად ახალი, 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები შენდება სოფლებში: კეთილარი,  ნაესაკოვო და სუჯუნა.

საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

სახელმწიფო რწმუნებული, ასევე გაეცნო დავით კაჭარავას ქუჩისა და ამავე ქუჩის  პირველი და მეორე  ჩიხების რეაბილიტაციის მიმდინარეობს. ამ ეტაპზე აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასევე ტროტუარები და გარე განათება.  სამუშაოები 3500 მეტრზე მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
89101112
13
14
15161718192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო