სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი და დავით ვერავა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდნენ

2025-04-03 15:21:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისუფროს ლევან ჯღარკავასთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა. 

მინისტრმა რეგიონული სამმართველოს ოფისი დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებისგან რეგიონში არსებული ვითარების, გამოწვევებისა და სამმართველოს საქმიანობის შესახებ მიიღო ინფორმაცია. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა უკანონო ტყითსარგებლობა და ბრაკონიერობა. სამართალდარღვევების პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის მიზნით,  რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები სამოქმედო ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ, ამავდროულად, სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.  

აღინიშნა, რომ გარემოს დაცვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და მისი თითოეული რეგიონული სამმართველოს გაძლიერების უწყვეტი პროცესი უმნიშვნელოვანესია.  

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
89101112
13
14
15161718192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო