სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის მინისტრი და სახელმწიფო რწმუნებული საწარმო „ლაურუსში“ იმყოფებოდნენ სადაც სეზონურად 130 ადგილობრივია დასაქმებული

2025-04-03 13:53:00
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ გიორგი დარჩიასთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში იმყოფებოდა, სადაც კომპანიის „ლაურუსი“ დაფნის გადამმუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო და დაფნის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა.
 
მინისტრმა შეხვედრაზე ბოლო პერიოდში ქართულ დაფნაზე მოთხოვნის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაფნის როგორც პირველადი წარმოება, ასევე შენახვა-გადამუშავების მიმართულებაა მხარდაჭერილი, რაც მომავალშიც შენარჩუნდება.
 
კომპანიის „ლაურუსი“ დაფნის გადამმუშავებელი საწარმო სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ საქმიანობის განვითარების ეტაპზე არაერთხელ ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი”, მიმდინარე სესხის ოდენობა 800,000 ლარს შეადგენს. საწარმოში სეზონურად 130 ადგილობრივია დასაქმებული. გასულ წლებში კომპანია სეზონზე 200 ტონა მშრალ დაფნას აწარმოებდა, ჩინეთის ბაზარზე ქართული დაფნის მიმართ გაზრდილი ინტერესის შედეგად საწარმომ მშრალი დაფნის წარმოება 300 ტონამდე გაზარდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
89101112
13
14
15161718192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო