სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

„ერთად მწვანე ქალაქებისთვის“ შეხვედრა პროექტის ფარგლებში

2025-03-26 15:05:00

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, პროექტის „ერთად მწვანე ქალაქებისთვის’’ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა. პროექტში ჩართულია შავი ზღვის რეგიონის ოთხი ქვეყანა: თურქეთი, საქართველო, საბერძნეთი და რუმინეთი. პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა სტამბულის დაგეგმარების სააგენტო (IPA, თურქეთი), ხოლო პარტნიორი ორგანიზაციები არიან: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია (საქართველო), კალამარიას მუნიციპალიტეტი (საბერძნეთი) და კონსტანცას მუნიციპალიტეტი (რუმინეთი).

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის (INTERREG NEXT Black Sea Basin) მხარდაჭერით, ხორციელდება საერთაშორისო პროექტი „ერთად მწვანე ქალაქებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს ურბანული გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

პროექტის მთავარი მიზანია ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურების შემცირება, ბიომრავალფეროვნების აღდგენა და ურბანულ გარემოში მწვანე სივრცეების განვითარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურბანიზებული და ინდუსტრიული ქალაქების გარემოსდაცვითი გამოწვევების მოგვარება, რისთვისაც მოხდება არასაკმარისად ათვისებული მიწის ნაკვეთების შერჩევა და მათი ტრანსფორმაცია მწვანე ზონებად.

პროექტი ეფუძნება მწვანე ინფრასტრუქტურის კონცეფციას და მოიცავს ბუნებრივი და ნახევრად ბუნებრივი სივრცეების დაგეგმარებას, ეკოსისტემური სერვისების შექმნასა და გარემოს ხარისხის გაუმჯობესებას. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ზუგდიდში მშვიდობის პარკის დაგეგმარება და მისი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ჯანსაღი და კომფორტული გარემოს შექმნას. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, „მწვანე ქალაქების“ ინიციატივა ფოკუსირებულია საზოგადოების ჩართულობასა და ცნობიერების ამაღლებაზე.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიება, რომლებიც მიზნად ისახავენ მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას გარემოსდაცვითი ინიციატივების მხარდაჭერის და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის მიმართულებით. პროექტის ხანგრძლივობაა 2 წელი. მისი განხორციელება დაიწყო 2024 წლის 3 ივლისს და დამთავრდება 2026 წლის 2 ივლისს.

ბოტანიკურ ბაღში გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო