სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში წიგნის „1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება ზუგდიდის მაზრაში“ პრეზენტაცია გაიმართა

2025-03-09 15:50:00

1921 წლის 9 მარტი, ბოლშევიკური რუსეთის მიერ ზუგდიდის ოკუპაციის დღეა. დადიანების ნიკოსეულ სასახლეში 1924 წლის აჯანყებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოცემული წიგნის „1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება ზუგდიდის მაზრაში“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი, ზუგდიდის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

წიგნში, ისტორიის დოქტორ ლევან ჯიქიას მიერ დეტალურად არის აღწერილი საუკუნის წინ მომხდარი მოვლენები - აჯანყების მომზადების წინაპირობები, უშუალოდ, საომარი მოქმედებები და აჯანყების დამარცხების მიზეზები. ცალკე თავში აღწერილია რეპრესიული პოლიტიკა. წიგნში, პირველად ქვეყნდება საარქივო მასალები, რომელსაც სიახლეები შემოაქვთ ქართულ ისტორიოგრაფიაში.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრები, 1924 წლის აჯანყებულთა შთამომავლები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდა.

გამომსვლელებს შორის იყვნენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც აჯანყებულ შთამომავალთა ცნობები გააცოცხლეს.

დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1924 წლის აჯანყებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
89101112
13
14
15161718192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო