სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საკოორდინაციო შტაბის წევრების შეხვედრა

2025-02-26 00:54:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით ზუგდიდში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის წევრების შეხვედრა გაიმართა.

რეგიონული საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებებისგან ინფორმაცია მიიღო და შესაბამისი დავალებები გასცა. შტაბის შეხვედრაზე ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა და მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია შტაბის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტში ქალაქის და სოფლების გზები თოვლის საფარისგან გაიწმინდა. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, გზების გაწმენდის პროცესში ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა.

,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ზუგდიდის ფილიალის მთავარი ინჟინრის ლადო ჩალიგავას ცნობით, ამ დროისთვის ზუგდიდის 26 სოფლის გარკვეული უბნებია დარჩენილი ელექტრო ენერგიის მომარაგების გარეშე, რომელთა უმეტესობაში ელექტრო ენერგიის მიწოდება დღის განმავლობაში აღდგება. დაზიანებული ადგილების უმეტესობა ,,ენერგო პრო-ჯორჯიას” ტექნიკოსების მიერ იდენტიფიცირებულია. მუნიციპალიტეტში აღდგენით სამუშაოებზე 9 ეკიპაჟი მუშაობს.

25 თებერვალს, მუნიციპალიტეტში უამინდობასთან დაკავშირებით, სასწავლო პროცესი შეწყდა 7 საჯარო სკოლაში
(ჯუმის, აბასთუმნის, ახალსოფლის, ოდიშის#1, ნარაზენის, ცაიშის და ქალაქის N8საჯარო სკოლა). დანარჩენ სკოლებში მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი. ასევე 23 საბავშვო ბაღში შეწყდა აღმზრდელობითი პროცესი, რადგან ამინდის გაუარესების გამო არ გამოცხადდნენ ბავშვები.

შექმნილია როგორც რეგიონული, ასევე მუნიციპალური ცხელი ხაზები: https://szs.gov.ge/geo/news/show/10/3568

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< February 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252728  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო