სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შეხვედრა ტურიზმის, ტექნოლოგიების და სპორტის უწყებების წარმომადგენლებთან

2025-02-21 21:29:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ვერავამ, პირველ მოადგილესთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ტურიზმის, ტექნოლოგიების და სპორტის უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
 
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტებთან ერთად განსახორციელებელ პროექტებზე ზუგდიდის ტექნოპარკის მენეჯერმა ანუკი ასათიანმა ისაუბრა. საუბარი შეეხო ერთობლივად განსახორციელებელ ტექნოლოგიურ კვირეულს და ზუგდიდის ტექნოპარკის მიერ დაგეგმილ პროექტებში მუნიციპალიტეტების ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას.
 
სახელმწიფო რწმუნებულმა და მერებმა შეხვედრა გამართეს დანიშნულების მართვის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, სადაც მიმდინარე წელს ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს. DMO სამეგრელო რეგიონში მუნიციპალიტეტებზე მორგებული ფესტივალების ჩატარებას, ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას და ტურიზმის ხელშეწყობისთვის სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს. DMO-სთან გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდა ზუგდიდის დელეგატი საქართველოს პარლამენტში დავით კოდუა.
 
დღესვე შეხვედრა გაიმართა სასკოლო ლიგის ხელმძღვანელთან ოთარ აბულაძესთან, სადაც განიხილეს რეგიონში მინი-ფეხბურთში სასკოლო ლიგის ჩატარების საორგანიზაციო საკითხები. სასკოლო ლიგის გათამაშებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი წელს პირველად ჩაერთვება. ტურნირის ჩატარების მიზანია სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
 1
2
3456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო