სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

წალენჯიხაში ახალი სკოლების მშენებლობის პროცესს დავით ვერავა გაეცნო

2025-01-22 18:20:00
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
 
წალენჯიხის მეხუთე საჯარო სკოლაში (ზღვაიას უბანი) და წყოუშის საჯარო სკოლაში სამშენებლო პროცესს დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მოადგილესთან ლუდუკ ხასიასთან და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ლირა ღურწკაიასთან ერთად გაეცნო.
 
წყოუშისა და წალენჯიხის მე-5 საჯარო სკოლები 120 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. წყოუშის საჯარო სკოლა საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს, ამ სკოლაში მოსწავლეები ოკუპირებული საბერიოდანაც დადიან, მანამდე არსებული სკოლა კი ავარიული იყო და ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, ასევე ავარიული იყო წალენჯიხის მეხუთე საჯარო სკოლის შენობაც. წალენჯიხაში ასევე შენდება საჩინოს #1 საჯარო სკოლის შერწყმული საბაზო სკოლა, რომლის სამშენებლო სამუშაოებს ასევე დავით ვერავა გაეცნო. სკოლების მშენებლობის პროცესს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
 
წალენჯიხაში ქალაქის და სოფლების მასშტაბით, ასევე მიმდინარეობს საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროცესი.
 
 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
89101112
13
14
15161718192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო