ახალი ამბები
ფოთში მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
2024-10-20 20:16:00
ფოთში მესამე დღეა სტიქიაა. მერიის შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ 24 საათიან რეჟიმში მუშაობას.
ამ დროის მონაცემებით, ჯამში დატბორილია 200 საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, 50-მდე კერძო საცხოვრებელ სახლს კი ძლიერმა ქარმა სახურავი დაუზიანა.
არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი და ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე.
სპეციალური სამუშაო ჯგუფების მიერ მიმდინარეობს ზარალის აღწერა.
სახლებში, სადაც მიყენებული ზიანის გამო დარჩენა შეუძლებელია, მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე ქირით გადაყვანას სთავაზობს.
ძლიერი ქარის და წვიმის გამო გამოწვეული სხვადასხვა სახის დაზიანების შემთხვევაში დაუკავშირდით ფოთის მერიის ცხელ ხაზს:
მერის წარმომადგენელი ცენტრის უბანში: 579 75 20 17, 577397461;
მერის წარმომადგენელი კუნძულის უბანში: 551 41 11 02, 591 41 7 528;
მერის წარმომადგენელი ნაბადის უბანში: 599 25 41 21, 595435250;
მერის წარმომადგენელი მალთაყვის უბანში: 555 57 14 38, 555292838.