სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მერებს შეხვდა

2024-09-25 17:06:00
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის ჯანდაცვის და განათლებისა და კულტურის მინისტრებთან ერთად სამეგრელოში შეხვედრებს მართავს. მთავრობის თავმჯდომარე სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი გუგუჩიას, მის მოადგილეებს რეგიონის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. ლევან მგალობლიშვილმა ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს დევნილთა მიმართულებით არსებული საჭიროებების მოგვარებასთან დაკავშირებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კომუნიკაცია და პრობლემებზე სწრაფი რეაგირება დაავალა.
 
შეხვედრას არ დასწრებია წალენჯიხის მერი და არც მერიის წარმომადგენელი. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, წალენჯიხაში დევნილთა დიდი რაოდენობა ცხოვრობს და მათი ყველა პრობლემა ისევე იქნება გაზიარებული, როგორც სხვა რეგიონებში მცხოვრებლების.
 
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების საჭიროებების გადასაჭრელად უფრო მჭიდრო და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე. მოგეხსენებათ, რომ რეგიონებიდან სამეგრელოში არის ყველაზე მეტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი წარმოდგენილი და აქ ცხადია მეტი საჭიროებები დგას. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ვცდილობ ჩვენს დევნილ მოქალაქეებს ეს პრობლემები შევუმსუბუქოთ, განსახლების მიმართულებით ძალიან დიდი სამუშაოები ჩატარდა, ამჟამად კი ზუგდიდში 1700 დევნილ ოჯახზე გათვლილ ახალ კომპლექსს ვაშენებთ’’ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.
 
მგალობლიშვილის განცხადებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის უმეტესობა სამეგრელოს რეგიონში ცხოვრობს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა კი დევნილ მოსახლეობასთან კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციასა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას გეგმავს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627
28
29
30      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო