ახალი ამბები
სეზონის გახსნა ფოთში
2024-07-09 23:10:00
ფოთის მერიამ საზღვაო სეზონი ოფიციალურად მალთაყვის სანაპიროზე გრანდიოზული კონცერტით გახსნა.
ფოთელების და ქალაქის სტუმრების წინაშე ჯგუფი „ურსა“ და დუეტი „ჯორჯია“ წარდგნენ. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ფოთის მერია ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს ზაფხულის საზღავო სეზონზე არაერთ ღონისძიებას პირდება.
ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლზე მოეწყო ახალი საჩრდილობლები, საშხაპეები, სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები. რეაბილიტირდა სველი წერტილები.