სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებულმა რიყეში მოსახლეობას გზის რეაბილიტაციის პროექტი გააცნო

2024-08-02 18:38:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რემუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია სოფელ რიყეში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
 
ხელისუფლების წარმოამდგენლებმა ადგილობრივებს გზის რეაბილიტაციის პროექტი გააცნეს, გამსახურდიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდება. აღნიშნულ ქუჩაზე აქამდე გრუნტის საფარია, 2,5 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს 2 087 316 ლარი მოხმარდება.
 
სახელმწიფო რწმუნებულმა და მუნიციპალიტეტის მერმა რიყელებს სოფლის ახალი რწმუნებული გიორგი ჯოჯუა წარუდგინეს.
 
სოფელ რიყეში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე თამუნა ჯიქია ესწრებოდნენ.
 
სოფელ რიყეში ამჟამად საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც 75 ბავშვზეა გათვლილი. ასევე ხორციელდება რიყე-ზედაეწერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. სოფელი უკვე გაზიფიცირდა, მთელ რიგ ქუჩებზე მოეწყო გარე განათება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ინვენტარით აღიჭურვა ძალოსნობის დარბაზი. სწორედ ამ ძალოსნობის დარბაზში აღზრდილი, რიყელი ირაკლი ჩხეიძე იღებს მონაწილეობას მსოფლიო ოლიმპიადაზე. ირაკლი ჩხეიძის გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე 10 აგვისტოს არის დაგეგმილი. წარმატებებს ვუსურვებთ ირაკლის მნიშვნელოვან ასპარეზზე.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627
28
29
30      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო