სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გიორგი გუგუჩია ბონდო ჯიქიას 85 წლის იუბილეს ულოცავს

2023-12-05 09:48:00

85 წლის იუბილეს ვულოცავ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს, ბატონ ბონდო ჯიქიას. ბატონი ბონდო 10 წლის განმავლობაში, ურთულეს პერიოდში ხელმძღვანელობდა რეგიონს, მისი სიყვარული ჩვენი რეგიონისა და მისი მშობლიური ქალაქის მიმართ განსაკუთრებულია და დღესაც, მასთან შეხვედრის დროს, მისი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე არ იშურებს რჩევებს და სურვილებს სამეგრელო-ზემო სვანეთთან მიმართებაში. 

ბატონი ბონდო სხვადასხვა დროს არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა: იყო უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე, გუბერნატორობამდე იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. ბონდო ჯიქია არის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი, ზუგდიდის საპატიო მოქალაქე.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ ბონდოს საიუბილეო თარიღს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!

პატივისცემით,

გიორგი გუგუჩია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო