ახალი ამბები
ხობში ქალაქის დღესასწაული აღინიშნა
2023-10-25 10:40:00
ქალაქ ხობში სადღესასწაულო ღონისძიება “მე მიყვარს ხობი“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი და ტრადიციული მეგრული კერძების მომზადების მასტერკლასი გაიმართა. მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
საზეიმო ღონისძიებაზე 2023 წლის ხობის საპატიო მოქალაქეთა, ღვაწლმოსილ პედაგოგთა და წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, აქტიური და სამაგალითო საზოგადოებრივი საქმიანობისა და პროფესიულ სფეროში წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: ნარგიზა ტუღუშს, ნათელა ჯიჯელავას, ფრიდონ გოცირიძეს და კუკურ ნაცვლიშვილს.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ განათლების სფეროში მოღვაწე პედაგოგები: სულიკო ტაბატაძე, ზაირა ცხადაია, ხურთქი აბრალავა, მანანა სესქურია, ნათელა ქირია, დარეჯან ნადარაია და ხობელი ახალგაზრდები - ქეთევან ხასია, ქეთევან ტურავა, ლუკა ნარსია და ნოდარ კარტოზია, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვეს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი.
სადღესასწაულო საღამო გალა კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, პროექტ „რანინას“ ბავშვები და ჯგუფი „რეგიონი“ მონაწილეობდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეები ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია ესწრებოდნენ.
საზეიმო ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.