ახალი ამბები
ზუგდიდმა, „MAX FIGHT“-ის მეხუთე საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა
2023-10-17 10:23:00

სამგზის მსოფლიო ჩემპიონის დავით ქირიას ორგანიზებით, ზუგდიდმა, „MAX FIGHT“-ის მეხუთე საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.
ტურნირზე 10 პროფესიონალური ბრძოლა გაიმართა. ტურნირში სამი ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტურნირი ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.