სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ოთარ შამუგია: „ინდუსტრიულ ბაღებში საკმაოდ კარგი მოსავალია და ხარისხიც ნორმალურია“

2023-09-01 16:48:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ფერმერ შალვა ჩხენკელის თხილის ბაღში თხილის კრეფის პროცესს გაეცნო. სოფელ ანაკლიაში, მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან ნინო ვიბლიანთან და დავით კუხალეიშვილთან ერთად შეხვდა იმ მეთხილე ფერმერებს, რომლებიც ინდუსტრიული თხილის ბაღების მფლობელები არიან.

„სამეგრელოს რეგიონში შევხვდით ფერმერებს და ასოციაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და პირველ რიგში, მოვისმინეთ მათგან ინფორმაცია წლევანდელ მოსავალთან, არსებულ გამოწვევებთან და მოსავლის დაბინავების პროცესთან დაკავშირებით. როგორც ფერმერებმა თქვეს, ინდუსტრიულ ბაღებში საკმაოდ კარგი მოსავალია, საშუალოდ ჰექტარზე დაახლოებით ტონა ნახევარი-სამი ტონის ფარგლებში და ხარისხიც ნორმალურია”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

„მთავრობა არაერთ სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს. ვიმყოფებოდით ერთ-ერთი მეთხილე ფერმერის თხილის ბაღში, რომელმაც სახელმწიფო პროგრამით 47 ჰა-ზე სარწყავი სისტემა მოაწყო, რამაც ხელი შეუწყო, როგორც მოსავლიანობის ზრდას, ასევე უკეთესი ხარისხის წარმოებას, ადგილობრივების დასაქმებას და ზოგადად, ქვეყანაში შიდა პროდუქტის შექმნას“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.

ფერმერი შალვა ჩხენკელი სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და პროგრამებით „დანერგე მომავალი“ და „შეღავათიანი აგროკრედიტი“ სარგებლობს. ფერმერმა პროგრამით „დანერგე მომავალი“ თხილის ბაღში სარწყავი სისტემის მოწყობისათვის თანადაფინანსება 104,250 ლარი მიიღო, 5 ჰექტარზე თხილის ბაღის გაშენებისათვის 17,750 ლარი, ჭა/ჭაბურღილის მოწყობის მიზნობრიობით კი თანადაფინანსება 18,800 ლარი.

მინისტრთან ერთად სამეგრელოს რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით წითლიძე, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და მეთხილე ფერმერთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ოთარ შეროზია იმყოფებოდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო