ახალი ამბები
საკონსულტაციო საბჭოს სხდომა [18.08.2023]
დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან - არსებული საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის დამატებით დასაფინანსებლად წარსადგენი პროექტების განხილვა და მოწონება მოხდა.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია უძღვებოდა და მას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები,რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. დღეს, 27 პროექტის განხილვა მოხდა. საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მოწონებული და დამტკიცებული პროექტები:
აბაშის მუნიციპალიტეტი
- ქ. აბაშაში ააიპ აბაშის კეთილმოწყობის სამსახურის ეზოს კეთილმოწყობა რკ/ბეტონის საფარით (დ. აღმაშენებლის ქუჩის მეორე ჩიხი)
- ქ. აბაშაში ჯორჯიკიას ქუჩისა და პატარა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა ასფალტო-ბეტონის საფარით
- ქ. აბაშაში პოლიციის მიმდებარედ თავისუფლების ქუჩაზე მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები
- ქ. აბაშაში დ. კაჭარავას ქუჩაზე მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები
- აბაშის მუნიციპალიტეტში თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ბინა N157-ში სკვერის მოწყობის სამუშაოები
- აბაშის მუნიციპალიტეტში თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ბინა N35-ში სკვერის მოწყობის სამუშაოები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ფირცხალავას ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბენდელიანის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბუდაპეშტის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, იონა მეუნარგიას ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯაიას ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, გელა ჯანჯღავას სახლის მიმდებარედ რკინა-ბეტონის დამცავი კედლის მოწყობა
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში სახარებავოს უბანში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნარაზენი-შამადელას დამაკავშირებელ გზაზე (თბილისის ქ.) წყალმომარაგების სისტემის მოწყობა
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რიყეს ადმინისტრაციულ ერთეულში, რიყე - ზედაეწერის (დავით ჯიქიას მე-5 შესახვევი), საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯაღირას უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქალაქ წალენჯიხაში 26 მაისის ქუჩის გზის რეაბილიტაცია
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქ. წალენჯიხის ვ. შანავას ქუჩის გზის რეაბილიტაცია
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქალაქ წალენჯიხაში, კალანდას ქუჩის I ,II , III, IV ჩიხების გზის რეაბილიტაცია
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ლიის ადმ, ერთეულში ფარვეზ სამუშიას ქუჩის გზის რეაბილიტაცია
- ლიის ად ერთეულში სოფ პალურში N 2 საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქალაქ წალენჯიხაში მეუნარგიას ქუჩის გზის რეაბილიტაცია
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქალაქ წალენჯიხაში ფიფიას ქუჩის გზის რეაბილიტაცია
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქ. წალენჯიხა ფოთის ქუჩის გზის რეაბილიტაცია
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქ. წალენჯიხაში წერეთლის ქუჩის გზის რეაბილიტაცია
- ქ. წალენჯიხაში ლეო ჭურღულიას ქუჩის ფეხით სავალი ტროტუარების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქალაქ წალენჯიხაში ხობელიას ქუჩის გზის რეაბილიტაცია