სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რუხში დევნილ ბენეფიციარებს სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერებისთვის საჭირო ტექნიკა-დანადგარები გადაეცათ   

2023-07-28 12:28:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, რუხი მოლის ტერიტორიაზე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოდან მიღებული გრანტის შესახებ პრეზენტაცია გამართა. 

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე,  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია ესწრებოდნენ.

გრანტის ფარგლებში, სამეურნეო-სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აფხაზეთიდან დევნილი და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის   პროდუქციის (ჩირები, კენკროვანი და კაკლოვანი კულტურები)  შეფუთვა-დაფასოებისთვის საჭირო მობილური სერვისი შეიქმნა, ასევე, მიღებული ფინანსური მხარდაჭერით შესაბამისი სატრანაპორტო საშუალებისა და აუცილებელი დანადგარების შეძენა განხორციელდა, რომელსაც ექსპლუატაციას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ გაუწევს.

დღესვე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, საკონკურსო პროგრამებში - „დასაქმების ხელშეწყობა“ და „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება“  გამარჯვებულ დევნილ ბენეფიციარებს სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერებისთვის საჭირო ტექნიკა-დანადგარები გადაეცათ.   

პროგრამებს აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ,,პროგრამებისა და სერვისების სააგენტო" ახორციელებს და მისი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი პირების ეკონომიკური და სამეწარმეო, მათ შორის აგრარული მიმართულებით, საქმიანობის წამოწყების ან განვითარება-გაძლიერების ხელშეწყობა, შესაბამისი ტექნიკითა და დანადგარით უზრუნველყოფა. კონკურსის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით აფხაზეთიდან დევნილი 43 აპლიკანტი გამოვლინდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო