ახალი ამბები
ზუგდიდელმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებებს მიაღწიეს
2023-07-20 19:25:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუბული გიორგი გუგუჩია,მოადგილეებთან და ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად რიყის სპორტდარბაზში წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა და მოლდოვაში გამართულ ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატი გუნდური პირველი ადგილით დაასრულეს.
მათ შორის, ოთხმა ზუგდიდელმა ევროპის ჩემპიონატში წარმატებას მიღწია.
დიმიტრი აბრალავა- 61 კგ. (U15) - 1 ვერცხლი,2 ოქრო.
ნიკა ჯიქია 81 კგ. (U15) 3 ვერცხლი.
გოგა ჯაჯვანი 73 კგ. (U17) - 3 ვერცხლი.
ირაკლი ვეკუა- +102 კგ. (U17) - 3 ოქრო.
„საოკუპციო ხაზთან მდებარე ძალოსნობის ეს ცენტრი არაერთი წარმატებული სპორტსმენის აღმზრდელია. ახლაც ევროპის ჩემპიონზე გვყავს სამი გამარჯვებული, მივულოცეთ მათ ეს გამარჯვება. ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრებმა სოფელ რიყეში ჩამოიტანეს 5 ოქროს და 7 ვერცხლის მედალი. ეს ნამდვილად დიდი შრომის შედეგია ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის“- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
„საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ევროპის ჩემპიონატზე, გუნდურად მათ აიღეს პირველი ადგილი და ამ წარმატებაში თავიანთი წვლილი შეიტანა ოთხმა ზუგდიდელმა, რიყის ძალოსანთა სკოლიდან, რომლებიც გახდნენ ოქროსა და ვერცხლის პრიზიორები. მინდა მათ მადლობა გადავუხადო შრომისთვის და ეს წარმატება მივულოცო. უფრო დიდი წარმატების იმედი გვაქვს, ახლა ვართ მოლოდინში ევროპის ჩემპიონატის, სადაც ჩვენი სკოლის აღზრდილები იქნებიან წარდგენილი. რიყეს გააჩნია დიდი ხნის ტრადიცია სპორტული ძალოსნობის“ -აღნიშნა ზუგდიდის მერმა.