ახალი ამბები
სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
2023-07-19 14:18:00
სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მასშტაბურ პროექტს, რომლის ღირებულება მილიონ ხუთასი ათასი ლარია, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია , მოადგილე ლუდუკ ხასია, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ლევან სუხიტაშვილი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, რემონტდება საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სველი წერტილები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ადმინისტრაციული ნაწილი და ფოიე.
სრულად შეიცვალა შენობის სახურავი და ელექტროობა.
ეწყობა გათბობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.
ასევე მიმდინარეობს შენობის ფასადისა და შიდა ეზოს მოპირკეთება.
სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოეწყობა გარე ლიფტი (ამწე) და ადაპტირებული სველი წერტილები.
მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული კაბინეტები, ბიბლიოთეკა, ექიმის და რესურს ოთახები.
სამუშაოები სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების სრული დაცვით, ასევე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება.