ახალი ამბები
სამხარეო ადმინისტრაციაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მიმდინარე პროექტები განიხილეს

მთავრობის ადმინიტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონების პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსი - მინდია ღლონტი და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი გიორგი როინიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას, რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსი დათო კოდუას და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად, მუნიციპალიტეტების მიხედვით განიხილეს რეგიონული პროექტების ფონდიდან დაფინანსებული სამუშაოები რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ხორციელდება. ამავდროულად, განხილულ იქნა რეგიონში დაგეგმილი პროექტები.
გუბერნატორმა, შეხვედრის მიმდინარეობისას რეგიონის პირველ პირებს პროექტების მუდმივი მონიტორინგისა და ზედამხედველობისკენ მოუწოდა.



