ახალი ამბები
სოფელ ჯიხაშკარში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა
2023-06-14 22:08:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სობოგას უბანში საავტომობილო გზის დაგების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, პროექტი 2 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობას გულისხმობს. სოფელის ამ მონაკვეთში ასფალტირებული გზა არ არსებობდა და საგზაო ინფრასტრუქტურა ავარიული იყო. გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემა და ეზოებში მისასვლელები.
პროექტის მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან და ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილორბივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.