ახალი ამბები
ზუგდიდის ტექნოპარკში USAID-ის ახალი პროგრამა წარადგინეს
2023-05-19 18:30:00

ზუგდიდის ტექნოპარკში,USAID-ის ძლიერის სოფლის პროგრამისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი ღონისძიება - „Innovate ABL“: ინოვაციებისა და მეწარმეობის ხელშეწყობა ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში” გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოხდა პირველი აქტივობის - პრე-აქსელერაციის პროგრამის წარდგენა, რომელიც მეწარმეებს დაეხმარება თავიანთი სტარტაპ იდეების განვითარებაში.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, GITA-ს და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ხელმძღვანელები დაესწრნენ.