სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთს რეგიონს გერმანიის ელჩი სტუმრობს

2023-04-26 20:31:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა. შეხვედრაზე საელჩოსთან ერთად რეგიონში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის kfw-ს ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება მათ შორისაა რეგიონული ნაგავსაყრელის აშენება, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს. ასევე მიმდინარეობს ნარჩენების შედროოვების სპეციალური მანქნებისა და კონტეინერების გადაცემა მუნიციპალიტეტბისთვის.

„დღეს გერმანიის ელჩს ვუმასპინძლეთ, ეს ელჩის პირველი ვიზიტია ჩვენს რეგიონში. საელჩოსთან ერთად ამ რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. გამოვყოფდი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს, რომლის დახმარებითაც ჩვენს რეგიონში თანამედროვე სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელი მოეწყობა. ამავე ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით ინფრატსრუქტურის სამინისტრომ ჩვენს მუნიციპალიტეტებს გადასცა ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური მანქანები. გასულ კვირას უკვე მივიღეთ 11 ახალი მანქანა, მანამდე კი სხვადასხვა ზომის კონტეინერები გადაეცათ მუნიციპალიტეტებს. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით სეპარირების კუთხითაც და პროექტის ფარგლებში ზუგდიდის გადაეცა მუყაოსა და ქაღალდის სეპარირების სპეციალური ტექნიკა. საელჩოსთან თანამშრომობა უფრო აქტიურად გაგრძელდება და ამ საკითხებზე დღეს გამართულ შეხვედრაზეც ვისაუბრეთ“ - განმაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.

თავის მხრივ ელჩმა შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობაზე ისაუბრა. ზუგდიდის მერმა კი იმ პრიორიტეტულ პროექტებს გაუსვა ხაზი სადაც საელჩოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო