ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 11 ერთეული სპეციალური მანქანა გადაეცა
2023-04-23 18:15:00
სამეგრელოს-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპატიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა გადაეცა.
„მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (ISWM II)” ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის 17 მუნიციპალიტეტს ჯამში უკვე გადაეცათ 12 005 ერთეული სხვადასხვა ზომისა და მოცულობის ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და ურნები, ხოლო 74 ერთეული ნარჩენების შესაგროვებელი მანქანებისა და პიკაპის ტიპის სატვირთოების გადაცემა ეტაპობრივად ხორციელდება და მიმიდნარე წლის აგვისტოში დასრულდება.
ამჟამად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 11 ერთეული, 7 მ³ და 13 მ³ მოცულობის სპეციალური მანქანები გადაეცა, კერძოდ:
● სენაკის მუნიციპალიტეტს - 2 ერთეული 13 მ³მანქანა,
● ხობის მუნიციპალიტეტს - 1 ერთეული 13 მ³მანქანა,
● ფოთის მუნიციპალიტეტს - 1 ერთეული 7 მ³ და 1 ერთეული 13 მ³ მანქანა,
●ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს - 1 ერთეული 7 მ³და 1 ერთეული 13 მ³ მანქანა,
●წალენჯიხას მუნიციპალიტეტს - 1 ერთეული 7 მ³ მანქანა,
● აბაშის მუნიციპალიტეტს - 1 ერთეული 13 მ³მანქანა,
●ზუგდიდის მუნიციპალიტეტს - 2 ერთეული 13 მ³მანქანა.
● მანამდე 20 მ³ 1 ერთეული მანქანა გადაეცა მარტვილს, მესტიას კი სპეციალიზებული მანქანა უახლოეს პერიოდში გადაეცემა.
ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი ესწრებოდნენ.