სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სტიქიის დროს დაღუპულთა დაკრძალვას მინისტრები, პარამენტარები და გუბერნატორი დაესწრნენ

2015-06-20 16:26:00

თბილისში სტიქიური უბედურების დროს გარდაცვლილი მარიამ ქუთელიას, ინდირა და ლიზა ზარანდიების ოჯახებს მინისტრებმა, პარლამენტის წევრებმა, მხარის გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, პარლამენტარებმა - ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ, გოდერძი ბუკიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ვიცე-გუბერნატორმა კობა ქანთარიამ სტიქიის დროს გარდავლილი დების ინდირა და ლიზა ზარანდიების და მარიამ ქუთელიას ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღეს, მარიამ ქუთელია მამის გვერდით მშობლიურ ზუგდიდში, დები ზარანდიები კი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში დაკრძალეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის დავალებით, დაკრძალვის ხარჯები ხობისა და ზუგდიდის ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაფარა. მთავრობამ კი დაღუპულთა ოჯახებს 10 ათას ლარი ჩაურიცხა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერენატორი ლევან შონია, კიდევ ერთხელ უთანაგრძნობს სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო