სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთში 13 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

2023-03-07 11:34:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში 13 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა.
გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 16.9 მილიონი ლარია.
 
ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში - ოქტომბერში, კახათში და ოდიშში,
აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში - სამიქაოში, კეთილარში, ნაესაკოვოში და სუჯუნაში,
სენაკის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში - ფოცხოში, ძველ სენაკში და ლეძაძამეში,
ქალაქ წალენჯიხაში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯში
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში.
 
ბაღების მშენებლობის პროგრამით, ქვეყნის მასშტაბით, გათვალისწინებულია 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება.
პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე:
 

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=4999

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=5000

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=5001

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=5002

ფონდი, პირველ ეტაპზე, 135 ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო და 100 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო