სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ზუგდიდის მერი თურქეთიდან დაბრუნებულ მაშველებს შეხვდნენ

2023-03-02 15:38:00

თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ მაშველებს, რომლებიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში მსახურობდნენ და მეზობელ ქვეყანაში სამაშველო სამუშაოებში იღებდნენ მონაწილეობას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ზუგდიდის მერი შეხვდნენ. 

ნინო ვიბლიანმა, დავით ვერავამ და მამუკა წოწერიამ  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ქვეყანაში საქართველოს სახელით გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს. ზუგდიდში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა თვაური და ამავე დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი გოჩა მურღულია

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში 21 მაშველი იმყოფებოდა. საერთო ჯამში კი საქართველოდან, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში 200-მდე მაშველი მონაწილეობდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები თურქეთში, სტიქიის პირველივე დღეს გაემგზავრნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო