ახალი ამბები
ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა და გუბერნატორმა სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს
2015-06-17 18:08:00

თბილისში სტიქიური უბედურების დროს გარდაცვლილი მარიამ ქუთელიას და ინდირა ზარადნდიას ოჯახებს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მიუსამძიმრეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარდაცვლილებს პატივი მიაგეს. მარიამ ქუთელია ზუგდიდის მკვიდრია, ინდირა ზარანდია კი ხობის მუნიციპალიტეტსის სოფელ გურიფულიდანაა.