ახალი ამბები
სოფელ შამგონაში ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა
2014-06-04 18:04:00
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულების შედეგად უზრუნველყოფილია 30-მდე ოჯახის უსაფრთხოება და საკარმიდამო ქონების ზიანის თავიდან აცილება. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 24 346 ლარი გამოიყო.