ახალი ამბები
სენაკში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს სენაკში. მენჯის დასახლებაში მიმდინარე სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია სენაკის მერთან ერთად გაეცნო. პრემიერის გადაწყვეტილებით რეგიონში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 5 მილიონ 310 ათასი ლარი გამოიყო.
სამეგრელოში ძლიერმა ქარმა 40-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. გარდა აღდგენითი სამუშაოებისა, სტიქიის შედეგად დაზიანებული კერძო სახლების მფლობელებისთვის საკომპენსაციოდ მთავრობის განკარგულებით მილიონ 470 ათასი ლარი გამოიყო.
სენაკში მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და სენაკის მერი ვახტანგ გადელია გაეცნენ.