ახალი ამბები
სამეგრელოში ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს
2023-01-26 11:12:00
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის, ასევე მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ჯამში 6 780 000 ლარი გამოიყოფა.
მიმდინარე წლის იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 470 000 ლარი გამოიყოფა. რეგიონის მასშტაბით ძლიერმა ქარმა სხვადასხვა სახის ზიანი მიაყენა 2400-მდე კერძო საცხოვრებელ სახლს.
გარდა კომპენსაციებისა სრულად აღდგება დაზიანებული ინფრასტრუქტურა რისთვისაც მთავრობამ რეგიონისთვის სარეზერვო ფონდიდიან გამოყო 5 310 000 ლარი.
სტიქიის პირველი წუთებიდან რეაგირება იყო მყისიერი, გამართულად იმუშავა ყველა მუნიციპალურმა სამსახურმა, პრემიერის უშაუალო დავალებით, სწრაფი კოორდინაციისა და არსებული ვითარების დროულად გადასაწყვეტად ადგილზე იმყოფებონენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.