ახალი ამბები
გიორგი გუგუჩია: სამეგრელოში ძლიერმა ქარმა 960-ზე მეტი სახლის და 38 კორპუსის სახურავი დააზიანა
სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმასხვადასხვა ინფრასტრუქტურისა და საკუთრების დაზიანება გამოიწვია. დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, 2 ამბულატორიის შენობის, 5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის, 3 საჯარო სკოლის დარბაზის, 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს. მუნიციპალური სამსახურებისა და ენერგო პრო ჯორგიასჯგუფების მიერ მინდინარეობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობა.
წუხელ გვიან ღამით აბაშაში სოფელ მარანში დოლიძეების საცხოვრებელ სახლს მთლიანად გადახადა ქარმა სახურავი, იყო სახლის დანგრევის საფრთხე ამიტომაც აბაშის მერიის მიერ მოხდაოჯახისგადაყვანა სასტუმროში.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხის დემონტაჟის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის ცენტრის მიერ მოხდა თავისუფლების მოედანზე არსებული ნაძვის ხის დემონტაჟი.
„პირველ რიგში მინდა დავიწყო მადლობით და მადლობა გადავიხადო უამრავ ადამიანს რომელიც ამ ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად მუშაობს იმისთვის რომ სხვების უსაფრთხოება იყოს დაცული, ვგულისხმობ მუნიციპალურ სამსახურებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს, შსს სხვადასხვა ქვედანაყოფებს, ენერგო-პროს, სოკარის ავარიულ ჯგუფებს, სამაშველო სამსახურს“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.
სახელმწიფო რწმუნებული მიმართავს მოქალაქეებს გადაუდებელი აუცილებლობის გარადა არ გამოვიდნენ გარეთ და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მუნიციპალოტეტებში ამოქმედებულ ცხელ ხაზებზე.