სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

50 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის „ჯვარი-ხორგას“ მშენებლობა იწყება

2015-06-17 17:41:00

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე, კომპანია „ენერგოტრანსის“, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის და ევროგაერთიანების წარმომადგენლები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში, პროექტის „ჯვარი-ხორგას“ ფარგლებში ქვესადგურის  „ჯვარი- 500/200 კვ“  მშენებლობის დაწყებისა და „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში ქსანი-სტეფანწმინდის  500 კვ-იანი  გადამცემი ხაზის  მშენებლობის  კონტრაქტის გაფორმებისადმი მიძღვნილ  ცერემონიას დაესწრნენ.

შეხვედრის დაწყებამდე ვიცე-პრემიერმა თბილისში სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

500 კვ ქვესადგურის „ჯვარი” მშენებლობას პორტუგალიური ფირმა ეფასეკი (EFACEC) ახორციელებს, ამავე პროეტის ფარგლებში 200 და 500 კვ ორჯაჭვა ხაზების მშენებლობის კონტრაქტორია ინდური ფირმა Jyoti construction. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი 500კვ-იანი ირჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზი მთელ რეგიონში. აღნიშნულ კომპანიებთან კონტრაქტებს ხელი 2014 წლის 29 აპრილს მოეწერა.
 
პროექტის მიზანია 220 კილოვოლტიანი ქსელის იმედიანობის გაზრდა და დასავლეთ საქართველოს ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია; ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ელექტრომომარაგების საიმედოობის ამაღლება და გაზაფხულის წყალმეტობის პერიოდში საექსპორტო ელექტროენერგიის სიმძლავრეების უზრუნველყოფა; ელექტროგადამცემი ხაზით „კავკასიონი“ გადასაცემ და მისაღებ სიმძლავრეებზე სრული კონტროლის უზრუნველყოფა და მაღალი ძაბვის ქსელის საიმედოობის და სტაბილურობის გაზრდა. პროექტის განხორციელებით შეიქმნება მოქნილი და მომგებიანი ენერგოგაცვლის ქსელი დასავლეთ საქართველოში, საგრძნობლად გაუმჯობესდება საერთაშორისო და ადგილობრივი მომსახურების ხარისხი და საიმედობა. და, რაც მთავარია, ინვესტორებისთვის მომხიბვლელი გახდება ენგურის ხეობაში ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურების ინვესტირების საკითხი.

პროქტის „ჯვარი-ხორგა“ საერთო ღირებულება დაახლოებით 50 მლნ. ევროა პროექტის აფინანსებენ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (KFW) ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდი (NIF). „ჯვარი-ხორგას“ პროექტის განხორციელება დაიწყო მიმდინარე წელს, ხოლო მისი დასრულება გათვალისწინებულია 2016 აგვისტოში. 

დღესვე, ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” და მისი შვილობილი კომპანია ”ენერგოტრანსი” და ფინურ-ინდური კონსორციუმი ELTEL-EMC-ს შორის ხელი მოეწერა ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამის მე-2 კომპონენტს: ყაზბეგის ურთიერთდამაკავშირებელ პროექტს - “500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ქსანის ქვესადგურიდან სტეფანწმინდამდე”. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთავარი, 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებას. პროექტის სავარაუდო ღირებულება 25 მლნ ევროა და მას გერმანიის განვითარების ბანკი აფინანსებს. ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე დაახლოებით 100 კმ. იქნება . პროექტის დასრულება დაგეგმილია 2017 წლის მაისისათვის.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო