სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საკონსულტაციო საბჭოს სხდომა [28.12.2022]

2022-12-28 16:44:00

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან - არსებული საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის დამატებით დასაფინანსებლად წარსადგენი პროექტების განხილვა და მოწონება მოხდა.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია უძღვებოდა და მას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები,რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. დღეს, 62პროექტის განხილვა მოხდა, მათი საერთო ღირებულება 54 მილიონ ლარზე მეტია.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მოწონებული და დამტკიცებული პროექტები:

აბაშის მუნიციპალიტეტი

  • აბაში მუნიციპალიტეტში მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა
  • აბაში მუნიციპალიტეტში კულტურის სახლის რეაბილიტაცია
  • აბაში მუნიციპალიტეტში ცენტრალური სტადიონის რებილიტაცია
  • აბაში მუნიციპალიტეტში არსებული იპოდრომის რეაბილიტაცია
  • აბაში მუნიციპალიტეტის სოფელ ზანათიდან სოფ. ძიგურამდე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა
  • აბაში მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში მაცხოვრისკარიდან სოფელ ძველი აბაშის მიმართულებით, N9 ქუჩაზე არსებული გზის ორმული შეკეთება და წვრილმარცვლოვანი ასფალტო-ბეტონის გადაკვრა
  • აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზის ორმული შეკეთების სამუშაოები ასფალტო-ბეტონის საფარით

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგებაშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში საზარქუოს უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
  • ქ. ზუგდიდის ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, აკ. წერეთლის ქუჩის მე-4 შესახვევში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქ. ზუგდიდის მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, გორის ქუჩაზე დახურული და ღია ტიპის სანიაღვრე არხის მოწყობა
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქ. ზუგდიდის ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბორჯომ-ბაკურიანის ქუჩიდან, გ. ჯიქიას და პაიჭაძის ქუჩების გავლით გამავალი სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოხუმის ქუჩაზე (ყოფილი სოფტექნიკის მიმდებარე ტერიტორია) დახურული ტიპის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ძ. ლოლუას ქუჩის III შესახვევში რკ/ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები
  • ქალაქ ზუგდიდის ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბათუმის ქუჩაზე რკ/ბეტონის სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია

მარტვილის მუნიციპალიტეტი

  • ქ.მარტვილი, ბაძაღუას ქუჩის N2 ჩიხის (ყოფილი პურკომბინატი) საავტომობილო გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა
  • ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში აბაშა-მარტვილის ცენტრალური გზიდან აგრარული ბაზრის მიმართულებით საავტომობილო გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა
  • ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში სილაგავების უბნისა და ქ.მარტვილის ნახარებაოს(გვალიების უბნის)დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა
  • აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლემიქავეს უბანში ეკლესიიდან ზური მიქავას სახლამდე საავტომობილო გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა
  • ვედიდკარის ადმინიტრაციულ ერთეულის, ფანცულაიების  უბანში, თამაზი ფანცულაიას სახლიდან ნარგიზა დანელიას სახლამდე საავტომობილო გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა
  • დიდიჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრიდან თამაზი ბასილაიას სახლამდე და ბადრი თოდუას სახლიდან ირაბოროდოვას სახლამდე საავტომობილო გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა
  • გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში, მირიან ხარებავს სახლიდან ნახურცილაო–სენაკის ცენტრალურ გზამდე საავტომობილო გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა
  • ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ნაგვაზაოს ცენტრიდან ფაციების უბნის გავლით ხუნწის ადმინისტრაციული ერთეულის, ლეციცხვაიეს საბავშვო ბაღამდე საავტომობილო გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა
  • ნოჯიხევი–ლეხაინდრაოს დამაკავშირებელი გზის ა/ბეტონის საფარით მოპირკეთება
  • ქ.მარტვილი, ჩიქვანაიას ქუჩიდან ძაძამიას ქუჩის გავლით სსავტომობილო გზის რეაბილიტაცია

 

მესტიის მუნიციპალიტეტი

 

  • ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ყარსგურიშის საავტომობილო  გზის რეაბილიტაცია - პროექტის ღირებულება შეადგენს 6 300 000 ლარს.
  • ლატალის ადმინისტრაციულ ერთეულში ლელბაგი-იფხი-სიდიანარის სანიაღვრე არხის მშენებლობა - პროექტის ღირებულება შეადგენს 655 479 ლარს.
  • ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა - პროექტის ღირებულება შეადგენს 411 167 ლარს.

სენაკის მუნიციპალიტეტი

  • მენჯის ადმინისტრაციული ერთეულისა და თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელი (რეკა-ბათარია) გზის მოასფალტება ჩიხებით
  • თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში გოლასკურის უბანში მინი სტადიონის მოწყობა
  • ნოსირის ადმინიტრაციულ ერთეულში,საბესელიოს უბანში გზის რეაბილიტაცია
  • ქალაქის კორპუსებში რკინის კარების მოწყობა
  • ქალაქის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე მინი სპორტული მოედნის მოწყობა
  • ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, გახომელას უბანში მინი მოედნის მოწყობა
  • მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბარკალაიოში გზის რეაბილიტაცია
  • მშვიდობის ქუჩაზე N4 ბაგა-ბაღის მიმდებარედ მინი სტადიონის მოწყობა
  • ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ლესაჯაიეს უბანში გზის მოწყობა
  • ნაფეტვარიძის ქუჩის ბოლოში არსებული კორპუსების რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა
  • ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმის შენობის სახურავის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა
  • აკ.ელიავასა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაზე კორპუსის რეაბილიტაცია
  • უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში ცემენტო ბეტონის საფარის მოწყობა
  • ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში ცემენტო ბეტონის საფარის მოწყობა
  • ზანა-ეწერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
  • გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულიდან მარტვილის მუნიციპალიტეტის მიმართულებით არსებული გზის რეაბილიტაცია
  • ეკი-უშაფათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
  • ქ.სენაკი, სამშობიარო სახლის რეაბილიტაცია
  • ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ლეკირცხალიეს უბანში გზის რეაბილიტაცია და მილხიდების მოწყობა
  • ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში გახომელას უბანში გზის რეაბილიტაცია
  • ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზისა და ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯოლევის უბანში ბეტონის საფარის მოწყობა
  • ალ. არჩაიას ქუჩის ჩიხისა და შონიას ქუჩის რეაბილიტაცია
  • აკ.ელიავასა და დავითაიას ქუჩების კვეთასთან ცხაურის მოწყობა, თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოლასკურის უბანში ხიდბოგირის მოწყობა, ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღში ჭაბურღილის მოწყობა, ჭალადიდელის ქუჩაზე  სანიაღვრე არხის მოწყობა, ჯიხას ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა 30 გრძ.მ-ზე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

  • ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭაბურღილისა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა
  • საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ჭაბურღილისა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა
  • ჯგალის  ადმინისტრაციულ ერთეულში ლეხარჩილეს უბანში ჭაბურღილისა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა
  • ჯგალის  ადმინისტრაციულ ერთეულში ლეთოფურეს უბანში ჭაბურღილისა და  წყალსაქაჩის მოწყობა
  • ქ. წალენჯიხაში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა
  • ქ. წალენჯიხა, სალიას ქუჩაზე მდებარე სპორტკომპლექსის რეაბილიტაცია
  • ქ. წალენჯიხა, მაიაკოვსკის ქუჩაზე ჩოქბურთის მოედნის მოწყობა
  • ქ. წალენჯიხაში, მებონიას სახელობის მოედნის კეთილმოწყობა
  • ჯვარის ადმინისტრაციულ ერთეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ტროტუარების რეაბილიტაცია
  • ჯვარის ადმინისტრაციულ ერთეული, წერეთლის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია
  • ქ. წალენჯიხა  გაგარინის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო