სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში ახალი ამბულატორია გაიხსნა

2022-11-25 17:09:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენის ახლად რეაბილიტირებული ამბულატორია გაიხსნა.  ახალი საექიმო  ამბულატორიის რეაბილიტირება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოხდა. მისი სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა კი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, ორგანიზაცია  „ელ დი ეს ჩერეთი“-ს და საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანამშრომლობით მოხდა.

ნარაზენის ამბულატორიამ საჩუქრად კარდიოგრამის აპარატები, ე.წ. პაციენტის მონიტორი და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა მიიღო. ამბულატორია ასევე აღიჭურვა ელექტროფორეზის აპარატურატურით.

ამბულატორიის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელ მამუკა ცოტნიაშვილთან და ზუგდიდის მერის მოადგილესთან ერთად დაესწრო.

აქამდე ნარაზენის სოფელს ამბულატორიას საკუთარი შენობა არ ჰქონდა და სამედიცინო დაწესებულება ყოფილი სკოლის  ავარიულ შენობაში იყო განთავსებული.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო