სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამეგრელოში 245 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს

2022-11-18 16:35:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების ქსელის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება 2023 წლის დასაწყისში იგეგმება. ამავე პერიოდში დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მიმდინარე პროექტი ქალაქ  აბაშაშიც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული “ხედვა 2030- ქვეყნის განვითარების სტრატეგიის” ფარგლებში ტენდერი გამოცხადდა წალენჯიხის წყალმომარაგების სისტემების პროექტირება-მშენებლობის შესყიდვაზე. პროექტის ღირებულება  27 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელის მშენებლობას, ხოლო არსებული სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პროექტირების დაწყება 2023 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ამ ეტაპზე, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, განახლდა ფოთის წყალარინების სისტემების მშენებლობა. სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამი კომპანია, სამ დამოუკიდებელ პროექტად განახორციელებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში 144  კმ-მდე წყალარინების ქსელი მოეწყობა.

წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ მარტვილში, სადაც პარალელურ რეჟიმში კომპანიას დამატებით გამოცხადებული აქვს ტენდერი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის შესყიდვის თაობაზე.

სამეგრელოში მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, წყალმომარაგებით ისარგებლებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო