სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საკონსულტაციო საბჭოს სხდომა [08.11.2022]

2022-11-08 16:25:00

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან - არსებული საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის 2022-2023 წლებშიდასაფინანსებლად წარსადგენი პროექტების განხილვა და მოწონება მოხდა.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია უძღვებოდა და მას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი,რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. დღეს, 23 პროექტის განხილვა მოხდა, მათი საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარამდეა.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მოწონებული და დამტკიცებული პროექტები:

აბაშის მუნიციპალიტეტი

  • აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირში N5 ქუჩიდან ტყვირის ტაძრის მიმართულებით გზის მოწყობა.
  • აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში N1 ქუჩაზე ორფენოვანი ასფალტო ბეტონის საფარის მოწყობა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში შიდა საუბნო  გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარი.
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით.
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით.
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით.
  • ქ.ჩხოროწყუში ლექვარცხეს უბნის გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში, მიქვა-მუხურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას ადმინისტრაციულ  ერთეულში, ულურიის ზედა და ქვედა უბნის  გზის რეაბილიტაცია.
  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის ადმინსტრაციულ ერთეულში,სამესხიო საკონჯარიოს გზის რეაბილიტაცია.
  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში ფოცხო-ეწერის დამაკავშირებელი რეაბილიტაცია.
  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია.
  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაღალის უბნის გზის რეაბილიტაცა.

ხობის მუნიციპალიტეტი

  • ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ კუთხე ნოჯიხევში შიდა სასოფლო გზის (ასფალტო-ბეტონი) მოწყობა.
  • ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში შიდა სასოფლო გზის (ცემენტო-ბეტონი) მოწყობა.
  • ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსა დღვაბასა და ხამისკურის დამაკავშირებელი  გზის  (ცემენტო-ბეტონი) მოწყობა.
  • ხობის მუნიციპალიტეტის  ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საქირიოში   გზის  (ცემენტო-ბეტონი) მოწყობა.
  • ხობის მუნიციპალიტეტის  ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოჩხოში   გზის  (ასფალტო-ბეტონი) მოწყობა.
  • ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთისა და ჭალადიდის დამაკავშირებელი გზის  (ცემენტო-ბეტონი) მოწყობა.
  • ხობის მუნიციპალიტეტის თორსის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საბუკიოში ბეტონის გზის მოწყობა.
  • ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის (ასფალტო - ბეტონი) მოწყობა.
  • ქალაქ ხობში ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნის მოწყობა.
  • ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში აია სოფიას ტაძართან მისასვლელი გზის მოწყობა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო