სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

წალენჯიხაში მაზანდარას უბანში დაზიანებული საფეხმავლო ხიდის ადგილას საავტომობილო ხიდის მოწყობა დასრულდა

2022-11-06 19:00:00

წალენჯიხაში, მაზანდარას უბანში ბოლო სტიქიის შედეგად დანგრეული საფეხმავლო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდის მოწყობა დასრულდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით მაზანდარას უბანში გარესამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს საავტომობილო ხიდით სარგებლობა დღეიდან შეუძლიათ. ადგილობრივ მოსახლეობას 30 წელზე მეტია აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო ხიდი არ ქონია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ადგილობრივ მოსახლეობას საავტომობილო ხიდის მოწყობას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან კობა გაბუნიასთან ერთად შეჰპირდა.

„ბოლო სტიქიამ აქ, მაზანდარაში არსებული ერთადერთი საფეხმავლო ხიდი დააზიანა. საავტომობილო ხიდს რაც შეეხება ის ბოლო ათეული წლებია აქ არ ყოფილა, რაც ძალიან დიდ პრობლემა უქმნიდა მოსახლეობას. თუმცა  ჩვენს მიერ მოხდა მყისიერი რეაგირება, პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩაერთო ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქ იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე და სულ რაღაც სამი კვირის განმავლობაში მოხდა ის, რომ აქ გაიდო ახალი ხიდი, რომელიც დღეს გაიხსნა და ეს ხიდი არის არა საფეხმავლო, არამედ საავტომობილოა. მინდა მადლობა გადავუხადო ამ საქმის ყველა მონაწილეს, რომ ასე სწრაფად მოხდა რეაგირება და დღეს სოფელს ეს პრობლემა უკვე აღარ აქვს“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ბოლო სტიქიამ რეგიონში პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარე ტეხურმა სენაკის სოფელ ლეძაძამეში ხიდი დაანგრია, ხოლო წალენჯიხაში ფახულანი-ჭალეს დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა. სახელმწიფო რწმუნებულის უშუალო ჩართულობით ორივე მიმართულებით მოძრაობა მალევე აღდგა.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო